ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონავეთზე
გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონავეთზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამნტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0