მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლება გაიყიდა

© Sputnik / Alexander ImedashviliMAN-ის მარკის ავტობუსი
MAN-ის მარკის ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუქციონზე საბოლოო თანხა – 14 547 124 ლარი დაფიქსირდა

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლება თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუქციონზე  14,5 მილიონ ლარად გაიყიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტაქსის ტრაფარეტი - Sputnik საქართველო
ვის უნდა მიმართონ ტაქსის მძღოლებმა რეგისტრაციისთვის

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას მერიაში ამ ეტაპზე არ ასახელებენ, ის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპისთვის გახდება ცნობილი.

ვაჭრობაში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, საწყისი ფასი 11 847 124 ლარი იყო. აუქციონზე საბოლოო თანხა – 14 547 124 ლარი დაფიქსირდა.

გამარჯვებულ კომპანიას უფლება ექნება 20 წლის განმავლობაში განათავსოს რეკლამა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე, ასევე ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე. კომპანიის ერთ-ერთ ვალდებულებას ტაქსის ნებართვის მფლობელებზე ვაუჩერების გაცემა წარმოადგენს.

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მანქანის თეთრად გადაღებვის ვაუჩერს მიიღებენ. სხვა ფერის ტაქსის მძღოლებს რეკლამის განთავსების უფლება არ ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0