ვის უნდა მიმართონ ტაქსის მძღოლებმა რეგისტრაციისთვის

გამოწერა
ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი აღარ იქნება ჩართული.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ტაქსების სანებართვო პროცედურები დღეიდან იუსტიციის სახლის ნაცვლად მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი, იუწყება თბილისის მერია.

ტაქსების სანებართვო პროცედურები დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე იწარმოებს.

ტაქსი - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა და ჭკუიდან შეიშალა

ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი აღარ იქნება ჩართული.

მერიის ცნობით, რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.

ამჟამად დედაქალაქის მასშტაბით რეგისტრირებულია 23 000-მდე ტაქსი.

რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო.

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ წამოწყებული რეფორმის თანახმად, ყველა ტაქსისტს 1 ოქტომბრიდან შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს.

სპეციალური ნებართვის აღება 100 ლარი ჯდება, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში რეგისტრაცია 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0