თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ოკაცეს კანიონზე მუშა ხევში გადავარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Imedi.
უბედური შემთხვევის მიზეზი უცნობია.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ოკაცეს კანიონი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. მდებარეობს ხონის რაიონში, მდინარე ოკაცეს ხეობაში, ქუთაისიდან 50 კილომეტრში. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე კი 50 მეტრს აღემატება. კანიონზე არის ვიწრო კიდული ხიდი, რომლის სიგრძე 1 კილომეტრს აღემატება.