თბილისში ველოსიპედით მიმავალ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ბელიაშვილის  ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ამწეს დაეჯახა – არიან დაშავებულები

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ველოსიპედით მიმავალ მოქალაქეს ავტომობილი დიდი დიღმის გადასახვევთან დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

ყველა ახალი ამბავი
0