ბელიაშვილის  ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ამწეს დაეჯახა – არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი კომპანია ადგილზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, ქუჩაში მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კი ამწე ვერ შენიშნა და დაეჯახა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისში ერთ–ერთი სარეკლამო ბანერის დამონტაჟების დროს ინცინდენტი მოხდა, რის შედეგადაც  ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

წაქცეული ხე და დაზიანებული ავტომობილები - Sputnik საქართველო
წაქცეული ხე და დაზიანებული ავტომობილები: ინციდენტი თბილისში

შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანია ადგილზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, ქუჩაში მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კი ამწე ვერ შენიშნა და დაეჯახა.

„მოდიოდა მანქანა, იდგა ამწე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მაჩვენებელი და ამიტომ წამოედო მანქანა“, - განაცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სატვირთო მანქანის და ამწეს მძღოლებს პოლიცია დაკითხავს.

ყველა ახალი ამბავი
0