საპატრულო პოლიცია გუდაურში წამსვლელებს აფრთხილებს

© Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები კობი-გუდაურის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები თოვლისა და ლიპყინულის გამო დღეს დაწესდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობი–გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვლის გამო მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდება, აღნიშნულია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები თოვლისა და ლიპყინულის გამო დღეს დაწესდა.

გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონავეთზე - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

ამ დროისთვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო,  გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მლეთა–გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0