მორის ყვითელაშვილი ევროპის საუკეთესო მოციგურავეთა ათეულშია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლე პროგრამის შემდეგ ყვითელაშვილი მე-15 ადგილზე იყო, თუმცა მან თავისუფალი პროგრამა წარმატებით შეასრულა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე შემაჯამებელ ოქმში მე-10 ადგილი დაიკავა.

თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მოციგურავემ 146,75 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა. ეს შედეგი ყვითელაშვილის პირად რეკორდზე 11,89 ქულით ნაკლებია. წარუმატებელი მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე მე-15 პოზიციაზე იყო, თუმცა კარგად შესრულებულმა თავისუფალმა პროგრამამ მას საბოლოო 219,79 ქულა მოუტანა და ევროპის საუკეთესო მოციგურავეთა ათეულში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.

ციგურები - Sputnik საქართველო
ფიგურული მოციგურავეების ქართულმა წყვილმა იუნიორთა გრან პრიზე ვერცხლის მედლები მოიპოვა

საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი მაისურაძემ, რომლისთვისაც კონტინენტური პირველობა კარიერაში პირველი გახდა, 23-ე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი გახდა ესპანელი ხავიერ ფერნანდესი, რომელმაც ორი შეჯიბრების შედეგების მიხედვით ჯამში 271,59 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე არის ალექსანდრ სამარინი რუსეთიდან (269,84), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა  იტალიელმა მატეო რიცომ (247,08).

აღსანიშნავია, რომ ფერნანდესი ევროპის საუკეთესო მოციგურავე მეშვიდედ გახდა. 27 წლის ესპანელისთვის მინსკის ტურნირი სამოყვარულო სპორტში ბოლო გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0