თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
© FB / Maka Giorgobianiქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია
ქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია
მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილმა 154.17 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიმსახურა. ქართული წყვილი მხოლოდ რუსულ წყვილს, ელიზავეტა ხუდაბერდიევასა და ნიკიტა ნაზაროვს ჩამორჩნენ, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს - ასევე რუს წყვილს, დაიანა დევისსა და გლებ სმოლკინს ხვდათ წილად.
კაზაკოვასა და რევიას წყვილმა გაზაფხულზე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი აიღო.