თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. გასულ ღამეს ქუთაისში ოთხი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
მძარცველებმა წაიღეს ფული, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თანხა არ სახელდება. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
მედიის ინფორმაციით, ძარცვებში ფიგურირებს არასრულწლოვანი, რომელიც იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 177–ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.