თბილისში ბინების და საცხოვრებელი სახლების გაქურდვისთვის 6 პირი დააკავეს

გამოწერა
ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია ექვსი პირი.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
24 წლის მამაკაცმა მანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა

როგორც გამოძიებით დადგინდა, 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდ დიღომში ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები - ე.წ. ატმიჩკები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობა). აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტების გარდა, შსს–მ ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი კერძო საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტები გახსნა.

ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია ექვსი პირი.

ყველა ახალი ამბავი
0