კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

© photo: Sputnik / Denis Voroshilovტორონტო, კანადა
ტორონტო, კანადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულის მოტივების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქართველი მაცა ბელიშვილი კანადური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - 33 წლის ქალს, რომელიც ტორონტოში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, ხუთი თვის განმავლობაში მისი თანამშრომელი მის წყლის ბოთლში სადეზინფექციო ხსნარს ამატებდა და წამლავდა, იუწყება კანადური გამოცემა CTV News.

ბელიშვილმა ბოთლში ქაფი და უსიამოვნო სუნი 2018 წლის სექტემბრიდან იგრძნო. ბელიშვილმა ბოთლი გადააგდო, თუმცა პრობლემები არ გამქრალა. ის გრძნობდა გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, სისუსტეს, კანისა და კუჭის გაღიზიანებას.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
იტალიაში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა

ეჭვი მუდმივად ძლიერდებოდა და მან თავისი შიშების შესახებ ხელმძღვანელობას უამბო. გასულ უქმეებზე ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რომ მისი 22 წლის კოლეგა კონიკა კანი, რომელიც ბელიშვილთან ერთად თითქმის ერთი წელი მუშაობდა, მის ბოთლში საწმენდ საშუალებას ასხამს.

„აღშფოთებული ვარ, შოკში ვარ. მართლა რთული დასაჯერებელია. მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც გააკეთა“, - აცხადებს ბელიშვილი.

ეჭვმიტანილს ბრალდება უკვე წარუდგინეს. ის სასამართლოს წინაშე 27 თებერვალს წარდგება. ამასთან, ბელიშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა უტარდება, ხოლო პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0