მერიის განცხადება: ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

© Sputnik / Levan Avlabreliვახუშტის ხიდი
ვახუშტის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარემონტო სამუაოები კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო
აეროპორტიდან თბილისის ცენტრის მიმართულებით ავტომაგისტრალზე შეზღუდვები ამოქმედდება

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

„N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0