თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კალაძემ მიწისზედა მეტროს სადგურების მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა >>
ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით ტრასის ნაწილი დროებით ორმხრივი გახდება. შეზღუდვა 23:30 საათიდან ამოქმედდება.
ე.წ. ვარკეთილის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. ეს პროცესი მოიცავდა დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახალის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,6 მილიონი ლარია.