დიდი ბრიტანეთის შსს-მ დამნაშავის დაკავებაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა

CC0 / Pixabay / ლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა სატელეფონო საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა ჯეკ შეფერდის დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე.

ბრიტანელი ძებნილი თბილისში პოლიციას თავად ჩაბარდა>>>

ინგლისელი, რომელიც 2018 წლის მარტიდან საქართველოში იმყოფებოდა, ადვოკატების თანხლებით ოთხშაბათს თავად გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეფერდი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობის გამო იყო ჩადენილი და 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

იმ დროისთვის მამაკაცი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა – მან ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მასზე საერთაშორისო ძებნა 12 იანვარს გამოცხადდა.

„საჯიდ ჯავიდმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის ჯეკ შეფერდის დაკავების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების სამართალდამცველ უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ინგლისი მკვლელობისთვის გასამართლებულ პირს საქართველოში ეძებს

ამ დროისთვის შეფერდი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დიდ ბრიტანეთში მისი ექსტრადირების საკითხი ქართულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, BBC-ს მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეფერდმა ბრაუნი პაემანზე დაპატიჟა. თავიდან ისინი რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მდინარე ტემზის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. შეფერდმა ქალს მდინარეზე კატარღით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. კატარღა, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ.

შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მოგვიანებით მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მდინარის ცივ წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო გარდაიცვალა.

საქართველოში შეფერდი თურქეთის გავლით შემოვიდა. იგი თბილისში ბაგებში ცხოვრობდა და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა – სტუმრობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და ღამის კლუბებს.

როგორც შეფერდმა დაკავებამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, დიდი ბრიტანეთის დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ შარლოტას მამის შურისძიების ეშინოდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პენიტენციურ სისტემაში მუშაობს და გავლენიანი ფიგურაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0