ინგლისი მკვლელობისთვის გასამართლებულ პირს საქართველოში ეძებს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული ჯეკ შეფერდი შეიძლება საქართველოში იმყოფებოდეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ქართული და ბრიტანული პოლიცია საქართველოში ერთობლივად ეძებენ ჯეკ შეფერდს, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

გიორგი გამსახურდია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეფერდი თბილისში იმყოფება და ბრიტანულ მართლმსაჯულებას აქ ემალება, სამშაბათს ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეფერდის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის ივლისში გამოიტანა. იმ დროისთვის მამაკაცი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა – მან ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„ქართველ და ბრიტანელ სამართალდამცველებს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს იმისთვის, რათა მოხდეს საქართველოში მითითებული პირის იდენტიფირება, შემდეგ კი შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება", – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, BBC-ს მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეფერდმა ბრაუნი პაემანზე დაპატიჟა. თავიდან ისინი რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მდინარე ტემზის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. შეფერდმა ქალს მდინარეზე კატარღით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. კატარღა, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ.

შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მოგვიანებით მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მდინარის ცივ წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0