ახალციხეში საცხოვრებელი სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს

© photo: courtesy of Miho Neimanრაბათის ციხე
რაბათის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების ვარაუდით, აბანო მე-18 საუკუნეშია აგებული

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ახალციხეში საცხოვრებელი სახლის ქვეშ, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნის აბანოები აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ისტორიული აბანოები რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ აღმოაჩინეს.

იმერული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო, არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, - ამბობს ციალა შავაძე.

ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.

„ეს, დაახლოებით, მე-18 საუკუნეში აშენებული აბანოა. ამაზე მსჯელობა გუმბათის ხვრელების მიხედვითაც შეგვიძლია, აქედან, სავარაუდოდ, აბანოს ორთქლი გადიოდა“, - განმარტა სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველმა ჯუმბერ ჩოხელმა.

ჩოხელის თქმით, მსგავსი ტიპის აბანო რაბათშიც არის, თუმცა ის უფრო დიდი ზომისაა.

ყველა ახალი ამბავი
0