ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიმერული ხაჭაპური
იმერული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაჭაპური ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ტურისტებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ხაჭაპური და სომხური მწვადი: Forbes-მა ახალი კულინარიული სამყარო აღმოაჩინა>>>

შესაბამის ბრძანებას უწყების დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 22 იანვარს მოაწერა.

„ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია", – აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული კერძები - Sputnik საქართველო
ქართულ სამზარეულოს პირველად წარადგენენ საერთაშორისო გამოფენაზე საფრანგეთში

სააგენტოს ცნობით, ხაჭაპურის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად მოიაზრება.

„მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ხაჭაპურის პოპულარიზაცია, რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში", – ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორია კომპანია „გუნდა" და რამდენიმე კერძო პირი. სწორედ ეს კომპანია წარადგენს ხაჭაპურს სარესტორნო ბიზნესისა და საზოგადოებრივი კვების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე Sirha 2019, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში 26-30 იანვრის პერიოდში ჩატარდება.

ხაჭაპური ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული და ა.შ.

დავით-გარეჯა - Sputnik საქართველო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მთავარი მიღწევები დასახელდა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 50-მდე ობიექტს, მათ შორის ქართულ პოლიფონიას, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, კახურ მრავალჟამიერს, ბერიკაობას, კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიას, მესხურ ყველს, კუბდარის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და ა.შ.

მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; „დედაენა", „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა", „ქართული ჭიდაობა" და „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია".

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში კი შეტანილია 3 ქართული ძეგლი: ქართული პოლიფონია, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა.

 

ყველა ახალი ამბავი
0