საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მთავარი მიღწევები დასახელდა

გამოწერა
აღინიშნა იუნესკო-ს მიერ ქართული ჭიდაობის აღიარება, Europa Nostra-ს ექსპერტების ვიზიტი დავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსში და ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად გადაქცევის დაწყება

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები დაასახელა, იუწყება პირველი არხი.

წლის მთავარ მიღწევად სააგენტომ იუნესკო-ს მიერ ქართული ჭიდაობის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატულ სიაში შეტანა დაასახელა.

ახალგაზრდა მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
ქართული ჭიდაობა იუნესკოს ნუსხაში შევიდა

მანამდე ამ სიაში იუნესკო-მ შეიტანა ქართული მრავალხმიანობა (2001, 2008), ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ქართული მეთოდი (2013), ქართული დამწერლობის სამი სახეობა (2016) და ქართული ტრადიციული სუფრა (2017).

სააგენტომ ასევე განსაკუთრებულად გამოყო ქართული სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებიც იქნება გათვალისწინებული ტაო-კლარჯეთში (თურქეთი) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ოშკის საკათედრო ტაძრის  რესტავრაციის პროცესში.

ქართველი ექსპერტები თურქეთში ოშკის ტაძრის რესტავრაციის პროცესს გაეცნენ >>

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ოშკის საკათედრო ტაძარი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და რელიგიური ცენტრი, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი. აშენებულია X საუკუნის მეორე ნახევარში. დღეისათვის სამონასტრო კომპლექსს შერჩა სემინარია და მცირე ეკლესიები.

ოშკის რესტავრაციის ოთხწლიანი პროექტი ხორციელდება საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის 23 მაისს გაფორმდა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯში ფრესკები დააზიანეს

სააგენტოს სხვა მიღწევებს შორის არის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული ფედერაციის ექსპედიცია Europa Nostra-ს ვიზიტი საქართველოში. დავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსი „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა. პროგრამა მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და შემდგომი მოხმარების პროცესის კოორდინაციას.

Europa Nostra-ს ექსპერტებმა დავით-გარეჯა მოინახულეს და დეტალური რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ქართულ ძეგლს გაუჩნდა შანსი მოიძებნოს კერძო და საჯარო დაფინანსების წყაროები ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო ფონდებს შორის.

გარდა ამისა, შემუშავდა ენგურჰესის ტურისტული ზონის განვითარების საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექსმა“ მოამზადა. მცხეთაში დაიწყო არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მუშაობა სამუზეუმო კონცეფციაზე. მომზადდა გრაკლიანის არქეოლოგიური სამუზეუმო კომპლექსის პროექტი  და კონცეფცია, რომელიც ასევე „კოკო არქიტექსმა“ განახორციელა.

ილია მეორემ  საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა >>

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო – საკონსერვაციო პროექტები: უჯარმა, გორიც ციხე, ნიკორწმინდა, ნიჩბისის ციხე.

უჯარმის ციხე - Sputnik საქართველო
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო

„შემუშავდა ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის პროექტის კონცეფცია, რომლის განხორციელების პირველ ეტაპზე საპარტნიორო ფონდთან ერთად დაიწყო რომანოვების ლიკანის რეზიდენციის კომპლექსური რეაბილიტაცია. მომზადდა კაცხის სვეტის სკანირებული მოდელი, რომლის საფუძველზე განისაზღვრება მისი სტრუქტურული გამაგრების პროექტი“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წლიდან ფუნქციონირებს. იუნესკო-ს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის თანახმად, სააგენტოს მიზანს თავისი ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშების რეგისტრაცია, შენახვა, კვლევა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური