თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. აჭარაში 48 წლის ქალი და 33 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ვირუს H1N1-ის, ანუ, ე.წ. ღორის გრიპის გართულების გამო გარდაიცვალნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ქალი საავადმყოფოში 12 იანვრიდან მკურნალობდა.
რაც შეეხება მამაკაცს, ის თავდაპირველად ადგილობრივ ინფექციურ კლინიკაში შეიყვანეს მაღალი ტემპერატურით, მოგვიანებით კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობით უკმაყოფილო ოჯახმა პაციენტის თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონის კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტა, რომელიც ბათუმიდან სამი საათის სავალზეა. თუმცა, თურქმა ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, H1N1-ის გართულების გამო აჭარაში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მთლიანად საქართველოში – 19.