ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით დაიღუპა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

32 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსი გახდა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
წითელას ეპიდემია ქუთაისში

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში შესვლისას ორსულად იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა თავად მშობიარის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

საქართველოში მიმდინარე ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსი, იგივე „ღორის გრიპი" საკმაოდ აგრესიული ფორმით გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე მიმართვის მაჩვენებელი 450-ს გადააჭარბებს. H1N1 ტიპის ვირუსმა, ანუ „ღორის გრიპით" გამოწვეულმა გართულებამ დღემდე საქართველოში 17 ადამიანი იმსხვერპლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0