საქართველოში მახაჩყალას ყოფილი მერის შვილი დააკავეს

გამოწერა
ბადრუდინ მუსევი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს ემალება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მახაჩყალის ყოფილი მერის შვილი საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაღესტნურ მედიაზე დაყრდნობით.

ნარკოდანაშაულზე ირანის მოქალაქეები დააკავეს

ნარკოტიკები, რომელთა გადაზიდვისთვისაც ბადრუდინ მუსაევი დააკავეს, სავარაუდოდ, მას არ ეკუთვნოდა და მახაჩყალას ყოფილი მერის შვილი მხოლოდ მის ტრანსპორტირებას ცდილობდა.

მუსა მუსაევის შვილზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. მას ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და პოლიციის შეურაცხყოფა ედება.

ბადრუდინ მუსევი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს ემალება.

რუსეთს მუსაევის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0