გაზის გაჟონვა: ევაკუაცია ამჯერად ვაშლიჯვარში ერთ-ერთ კორპუსში გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბინა, სადაც გაზმა გაჟონა, დაკეტილი იყო, ხოლო მისი მეპატრონე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ბინაში ამჟამად არავინ ცხოვრობს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით, კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დახვდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, 7ა კორპუსის მცხოვრებლებმა მეოთხე სართულზე გაზის სუნი იგრძნეს, შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

გაზგაყვანილობა - Sputnik საქართველო
თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა

„ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების განცხადებით, ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო. კორპუსს სასწრაფოდ შეუწყვიტეს გაზმომარაგება, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებით კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ბინა, სადაც გაზმა გაჟონა, დაკეტილი იყო. მისი მეპატრონე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ბინაში ამჟამად არავინ ცხოვრობს.

დღეს ეს გაზის გაჟონვის უკვე მეორე შემთხვევაა. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ბუნებრივმა აირმა კუსტარულად დამონტაჟებული მილიდანაც გაჟონა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების განცხადებით,  კომპანიის სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაციის დაგროვება გამოიწვია შიდა გაყვანილობის თვითნებურად და კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებამ.

დღეისათვის ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. გასულ კვირაში დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. 21 იანვარს ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში კიდევ ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ხოლო ბოლო ორ დღეში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0