თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა

© Sputnik / Alexander Imedashviliგაზგაყვანილობა
გაზგაყვანილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა კორპუსში გაზმომარაგება შეწყვიტეს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 25-ში მდებარე ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან გაზი ჟონავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების განცხადებით,  კომპანიის სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაციის დაგროვება გამოიწვია შიდა გაყვანილობის თვითნებურად და კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებამ.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
თბილისში ერთ-ერთი კორპუსის მობინადრეთა ევაკუაცია მიმდინარეობს

ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი და გადაკეცილი ჰქონდა მავთულით, საიდანაც გაზი ჟონავდა. მათივე ცნობით, კომპანიის სპეციალისტებმა აღნიშნული ბინა 2018 წლის 19 ივნისსაც შეამოწმეს და დარღვევების გამო ბინის მეპატრონეს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. მან კი ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა.

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, კორპუსში თანამშრომლებმა კიდევ რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინეს და მცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

დღეისათვის ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. გასულ კვირაში დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. 21 იანვარს ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში კიდევ ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ხოლო ბოლო ორ დღეში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0