ბათუმის საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმე აღიძვრება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში ოთხი წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა 21 იანვარს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა ბაღის სამზარეულოში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყლის დალევა მოისურვა. ძიძის თქმით, მან ჭურჭელი, რომელშიც სადეზინფექციო ხსნარი იყო მოთავსებული, ინსტინქტურად დადო და პატარასთვის წყლის დასასხმელად შებრუნდა. შემდეგ კი დაინახა, რომ 4 წლის გოგონას ხელში აღნიშნული ჭურჭელი ეჭირა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
სკანდალი საბავშვო ბაღში პიროტექნიკასთან დაკავშირებით: გათავისუფლებულია სამი თანამშრომელი

ბავშვმა მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო. იგი თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

„ბავშვი დღეს უკეთესად არის, იყო რთული შემთხვევა, ვერ ჭამდა, დამწვარი ჰქონდა პირის ღრუ. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა. თავიდან ჩვენი კლინიკის ბათუმის ფილიალში მიიყვანეს, მაგრამ შემდეგ თბილისში გადმოყვანა გადაწყდა", – განაცხადეს ექიმებმა.

საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევას ბათუმის ბაღების გაერთიანების დისციპლინური კომისია სწავლობს და მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. მოკვლევის შემდეგ კი გადაწყდება, დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

მომხდარის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაიწყო. უწყების ცნობით, დანაშულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმე აღიძვრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0