სკანდალი საბავშვო ბაღში პიროტექნიკასთან დაკავშირებით: გათავისუფლებულია სამი თანამშრომელი

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეო საახალწლო ზეიმიდან, რომლის დროსაც პიროტექნიკა გამოიყენეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. თბილისის №71 საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი პიროტექნიკასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბავშვო ბაღში ზეიმის დროს პეტარდების გაშვების გამო, რის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა. გათავისუფლებული არიან ბაღის გამგის მოადგილე, ჯგუფის აღმზრდელი და მისი თანაშემწე.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
პიროტექნიკით დაშავებული არასრულწლოვნების რიცხვი იზრდება

 „უსაფრთხოების ზომები და ნორმები დაირღვა, რომელიც განსაზღვრულია ჩვენს ბაღებში. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მართავს ბაღს, სამწუხაროდ, აღმოჩნდა უუნარო. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია და მივმართეთ ასევე შსს-ს“, განაცხადა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

პიროტექნიკა ზეიმის დროს ერთ–ერთმა უფროსმა ოთახში გაუშვა. ნაპერწკლები მთელ ოთახში ისე ძლიერ გაიფანტა, რომ გარშემო არაფერი აღარ ჩანდა. შეკრებილები პანიკამ მოიცვა. შედეგად ერთი ბავშვი დამწვრობის ცენტრში მოხვდა.

შსს–მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობისთვის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს 2 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0