ქართული კულტურის ფესტივალი მოსკოვში – იდეიდან ხორცშესხმამდე

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი ღია ცის ქვეშ, სავარაუდოდ, 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. 2019 წელს მოსკოვში ქართული კულტურის ფესტივალის დაარსება იგეგმება, მოვლენის მთავარი ორგანიზატორია რუსეთში დაფუძნებული საქართველოს ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომია.

ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი: ქართული საქმე რუსეთში უნდა გაგრძელდეს

ფესტივალის მონაწილეები იქნებიან ქართული რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სამხატვრო გალერეები, სამოდელო სააგენტოები და ბრენდები, პოპულარული ქორეოგრაფიული და ვოკალური კოლექტივები, ასევე საქართველოსა და რუსეთის ცნობილი მსახიობები.

„ღონისძიების მიზანია ერთგვარად იმ ადამიანების გადაყვანა ბევრისთვის ესოდენ საყვარელ საქართველოში, რომლებიც მოსკოვში იმყოფებიან. ფესტივალი ღია ცის ქვეშ გაიმართება, ამიტომ მისი გამართვა ზაფხულში იგეგმება, რადგანაც შემოდგომაზე მოსკოვში შეიძლება მკვეთრად აცივდეს", – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ორგანიზაციის პრეს-მდივანმა, ჟურნალისტმა ანდრო ივანოვმა.

© Photo: courtesy of Miriam Brightანდრო ივანოვი
ქართული კულტურის ფესტივალი მოსკოვში – იდეიდან ხორცშესხმამდე - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი

გასართობ და კულტურულ პროგრამასთან ერთად ქართული კულტურის ფესტივალს აუცილებლად ექნება საგანმანათლებლო დატვირთვა.

„დღეისათვის რუსეთში ქართული ენის სწავლების რამდენიმე ონლაინ-სკოლაა. მათი წარმომადგენლები შეძლებენ მსურველებისთვის მასტერ-კლასების ჩატარებას და თავიანთი სკოლების მოღვაწეობის გაცნობას", – განაცხადა ივანოვმა.

საქართველოს ეროვნულ-კულტურულმა ფედერალურმა ავტონომიამ ფესტივალის სახელწოდების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობებით, სახელწოდება ერთ- ან ორსიტყვიანი უნდა იყოს, გამოხატავდეს ქართულ კოლორიტს და ამასთანავე გასაგები იყოს რუსისთვის.

მუსრველებს საკუთარი წინადადებების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე info@kartvelebi.ru. კონკურსის გამარჯვებულს კი ფესტივალზე სამახსოვრო ჯილდოს გადასცემენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0