ანდრო ივანოვი: ქართული საქმე რუსეთში უნდა გაგრძელდეს

© Photo: courtesy of Andro Ivanovანდრო ივანოვი
ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
27-28 მაისს თბილისში დიასპორის დღეები გაიმართა, სადაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობის და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობა - ამჟამად ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა რუსეთში ცხოვრობს.

ალიონა საველიევა

Sputnik-ი შეხვდა რუსეთში ქართული ავტონომიის პრეს-მდივანს ანდრო ივანოვს, რომელმაც გვიამბო, რომელ ქვეყანას მიიჩნევს სამშობლოდ, რას უნდა ეფუძნებოდეს რუსულ-ქართული ურთიერთობები და რატომ ეკუთვნის მომავალი ახალგაზრდობას.

ორი ერის შვილი

დავიბადე და გავიზარდე ძირძველ თბილისურ ოჯახში. ჩვენს სახლში, ძველი ქალაქის შუაგულში ხშირად იკრიბებოდა იმ თაობის შესანიშნავი ადამიანები: რევაზ ლაღიძე, შოთა მილორავა, ოთარ თევდორაძე, ვახტანგ ჯაფარიძე, ევგენი პრიმაკოვი, ლევ კულიჯანოვი, მიხა ქვლივიძე და სხვა ღირსეული პიროვნებები. როდესაც პრიმაკოვი უკვე მოსკოვში ცხოვრობდა და მის სახლში მთელი თბილისური „ტუსოვკა“ იკრიბებოდა, ერთ-ერთი პირველი სადღეგრძელო ლენინგრადის ქუჩიდან ულამაზესი მარიკა დემეტრაშვილისა იყო — ჩემი ბებიის.

პლეხანოვის გამზირზე (ამჟამინდელ აღმაშენებელზე) ადრე რუსული ოჯახები ცხოვრობდნენ, საიდანაც იყო მამაჩემი — საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტი. 90-იან წლებში ის ჰუმანიტარული დახმარებით იყო დაკავებული და რუსეთიდან პროდუქტებით სავსე სატვირთოები ჩამოჰყავდა. დედაჩემი, რომელიც თავადური გვარების — ლარიონოვების-ტლუშჩიკოვსკების და გედევანიშვილების შთამომავალი იყო, თბილისში, შემდეგ მოსკოვის ოლქის წამყვანი კარდიოლოგი იყო. გამოდის, რომ ჩემს ძარღვებში ორი ხალხის სისხლი ჩქეფს — ქართული და რუსული.

მაგრამ ეროვნული კუთვნილების შესახებ ვლადიმირ მაიაკოვსკის სიტყვებით ვიტყვი: „რუსებში თავს რუსად ვგრძნობ, ქართველებში კი ქართველად…“.

ორივე ხალხი ჩემთვის ერთნაირად ძვირფასი და საყვარელია, როგორც ქვეყნები, სადაც დროის ერთი და იგივე განმავლობაში მიცხოვრია.

© Photo: courtesy of Andro Ivanovანდრო ივანოვი ბიბლიის კითხვაზე
Андро Иванов на Библейских чтениях - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი ბიბლიის კითხვაზე

16 წლამდე თბილისის სკოლაში ვსწავლობდი, ჩაბარებას მოსკოვში ვაპირებდი. იმ დროს საქართველოში რთული დრო იყო — არ იყო შუქი, გაზი, გათბობა. ადამიანები გადარჩენაზე ფიქრობდნენ, უმაღლესი განათლების ხარისხზე მაშინ არავინ ფიქრობდა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო დაბალი იყო. რუსეთის დედაქალაქი კი მაშინ განთქმული იყო თავისი უნივერსიტეტებით. მე გადავწყვიტე ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტში ჩაბარება. მივიღე ეკონომიკური განათლება, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მომავალ პროფესიაზე ფიქრები ქართულ დიასპორაში ჩემს აქტიურ საქმიანობას დაემთხვა. უნდა ითქვას, რომ მოსკოვში ცხოვრებისას, საქართველოსთან კავშირი არ გამიწყვეტია.

© Photo: courtesy of Andro Ivanovანდრო ივანოვი და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ვიქტორია გვეტაძე
Андро Иванов и куратор Грузинского землячества РУДН Виктория Гветадзе - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ვიქტორია გვეტაძე

„ქართველთა კავშირი რუსეთში" და ილია მეორესთან შეხვედრა

უნივერსიტეტში სწავლისას გავეცანი ქართულ სათვისტომოს, რომელიც ყოველთვის მზად იყო თანამემამულეთა დასახმარებლად. ეს სფერო სულ უფრო მეტად მაინტერესებდა და სხვა ქართული ორგანიზაციების ძებნა დავიწყე. ასე გავედი „ქართველების კავშირზე რუსეთში“. დავდიოდი მათ ღონისძიებებზე, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი და ორგანიზებაში ვეხმარებოდი. შემდეგ იქ მუშაობა შემთავაზეს. რაღაცის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. ვცდილობდი, რომ რუსულ საზოგადოებაში საქართველოს პოზიტიური სახე შექმნილიყო. ჩემთვის მთავარია რუსეთ-საქართველოს არა მხოლოდ ნორმალური, არამედ კარგი, მყარი და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები.

„ქართველთა კავშირში“ საინფორმაციო პორტალ Georgians.ru-ს კორესპონდენტი ვიყავი და შეთავსებით მოძრაობის აქტივისტი ვიყავი. მაშინ აღმოვაჩინე ჩემში ჟურნალისტური განათლების დეფიციტი, რომლის მიღებაში „ქართველთა კავშირის“ ლიდერი და მეცენატი მიხეილ ხუბუტია დამეხმარა. საერთოდ, ის მხარს უჭერდა ნიჭიერ ახალგაზრდებს და ძალიან ბევრს აკეთებდა დიასპორისათვის. მასთან 5 წელი ვიმუშავე. 2015 წლის ოქტომბერში ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა.

© Photo: courtesy of Andro Ivanovანდრო ივანოვი
Андро Иванов - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი

ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან რუსეთში ფედერალური დონის ეს ერთადერთი ქართული ორგანიზაცია იყო, რომელიც თანამემამულეების ინტერესებს წარმოადგენდა და იცავდა. გული მწყდებოდა ახალგაზრდებზე, რომლებიც ერთად იკრიბებოდა და დიასპორას უერთდებოდა — მათ საერთო სახლი სჭირდებოდა. ისე მოხდა, რომ სწორედ ოქტომბერში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ქართული დიასპორის ახალგაზრდა ლიდერების შეხვედრაზე მოგვიწვიეს. იქ ჩასვლისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრაზე ვოცნებობდით. ქართველების უმრავლესობისათვის ის სულიერი მამაა. მის უწმინდესობას ყოველთვის ვახსოვართ, ის ყოველთვის გვიხსენებს ჩვენ, მისი სიბრძნე და სიყვარული ჩვენს გულებშია.

საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლების ხელშეწყობით ილია მეორესთან ხანმოკლე აუდიენციის მიღება შევძელი. მასთან მივედი და დიასპორაში შექმნილ რთულ ვითარებაზე ვუამბე. ახლაც მახსოვს, ჩამეხუტა და მითხრა: „ნუ განიცდი, ყველაფერი კარგად იქნება, გაერთიანდით“. პატრიარქის კურთხევის შემდეგ ჩემს თავში დარწმუნებული გავხდი. დავბრუნდი მოსკოვში, თებერვლის დასაწყისში კი გიორგი წურწუმიამ დამირეკა…

© Photo: courtesy of Andro Ivanovსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აკურთხებს ანდრო ივანოვს
Католикос-Патриарх всея Грузии Илья Второй благославляет Андро - Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აკურთხებს ანდრო ივანოვს

ქართველი ახალგაზრდობის სავიზიტო ბარათი

გიორგი წურწუმია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2016 წლის დასაწყისში გაჩნდა ახალი ორგანიზაცია — ქართული ფედერალური ნაციონალურ-კულტურული ავტონომია რუსეთში, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი იყო. მან ავტონომიის პრეს-მდივნობა შემთავაზა. მა სიხარულით დავთანხმდი, რადგან ქართული საქმე უნდა გაგრძელდეს. გიორგის მადლობელი ვარ იმისათვის, რასაც ის აკეთებდა და აკეთებს ქართული დიასპორისათვის. მისმა მხარდაჭერამ და პატრიარქის კურთხევამ ავტონომიაში ახალგაზრდა ლიდერების საბჭოს შექმნაში დამეხმარა, რომლის კურატორიც მე ახლა ვარ.

© Photo: courtesy of Andro Ivanovახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს კურატორი ანდრო ივანოვი
Куратор Совета молодых лидеров Андро Иванов - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს კურატორი ანდრო ივანოვი

ჩვენი პირველი კრება ერთი წლის წინ შედგა. ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შევიდნენ რუსეთის 15 უმაღლესი სასწავლებლის ქართული სათვისტომოების ლიდერები და სანქტ-პეტერბურგის, ივანოვოს, ტვერის და მახაჩკალას ქართული გაერთიანებების წარმომადგენლები. თითოეულ აქტივისტს ჰყავს საკუთარი ელექტორატი, რომელსაც ვეხმარებით უნივერსიტეტების კედლებში ქართული კულტურის გავრცელებაში, მაგალითად, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე ნომრების და ატრიბუტიკის მომზადებაში. გარდა ამისა, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში სათვისტომოების ლიდერები ქართული ენის ყოველთვიურ მასტერ-კლასებს აწყობენ. ასეთი მეცადინეობების ჩატარებას ყველა სასწავლებელში ვგეგმავთ, სადაც ქართული ენის შესწავლის თუნდაც ერთი მსურველი იქნება.

სტუდენტური პროექტების გარდა, სხვა განმანათლებელი და სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩავატარეთ. ერთ-ერთია რგოლი „მე შენ მიყვარხარ“, სადაც ჩვენი აქტივისტები ურეკავენ თავის ახლობლებს და ამ სიტყვებს ეუბნებიან. ვიდეო ერთგვარ მოწოდებად იქცა — მეტი ყურადღება დავუთმოთ ახლობელ ადამიანებს. ჩვენს შემდეგ ესტაფეტაში სანქტ-პეტერბურგი ჩაერთო, მალე ვლადიკავკაზი და მახაჩკალა შეუერთდება.

© Photo: courtesy of Andro Ivanovკლიპის გადაღებისას
Съемки клипа Я тебя люблю - Sputnik საქართველო
კლიპის გადაღებისას

საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან მინდა ავღნიშნო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებული კონფერენცია, რომელიც ნოემბერში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტური სათვისტომოების ლიდერები, რომლებიც გალაკტიონ ტაბიძეზე, მერაბ მამარდაშვილზე და სხვა დიდ ქართველ განმანათლებელზე საუბრობდნენ. წელს ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ.

აგრეთვე მოვაწყეთ ქართული წარმოშობის ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნეს-შეხვედრა, რომლებიც მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში მოღვაწეობენ. შეხვედრაზე მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განიხილეს რუსეთსა და საქართველოში ბიზნესის წარმართვის დადებითი და უარყოფითი მომენტები. ზოგიერთები ერთობლივ პროექტებზეც კი შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ მე ახალგაზრდა ლიდერების საბჭოს ხელმძღვანელი არ ვარ, მე კურატორი ვარ, ხელმძღვანელები — ყველა თავის სასწავლებელშია. ისინი სხვადასხვა თხოვნებით მომმართავენ, მე კი მათ ავტონომიას ვაცნობ. მათ ვკურირებ და ერთმანეთს ვაცნობ. გარდა ამისა, როგორც რუსულ, ისე ქართულ საზოგადოებაში რაიმე სახის რადიკალიზმის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ საქმიანობას ვეწევი.

© Photo: courtesy of Anton Ivanovშოთა რუსთაველის 850-ე იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია
Конференция, посвященная 850-летию Шота Руставели - Sputnik საქართველო
შოთა რუსთაველის 850-ე იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ქართულ-რუსული ურთიერთობების ოთხი ბოძი

მიმაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მომავალი ოთხ ასპექტს ეყრდნობა: სამღვდელოება, კულტურა, ბიზნესი და ახალგაზრდობა.

ამ ორი ქვეყნის ეკლესიური კავშირები არასდროს გაწყვეტილა, რთულ პერიოდებშიც. საქართველოს სამღვდელოება რუსეთში ყოველთვის ჩადიოდა. კულტურაც აგრეთვე არასოდეს ყოფილა პოლიტიკაზე დამოკიდებული. ქართველი არტისტები ჩადიან რუსეთში, რუსი არტისტები კი საქართველოში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური კვოტებიც ჰქონდა. ნინო ქათამაძე, „მგზავრები“, ნანი ბრეგვაძე რუსი მაყურებლების წინაშე გამოდიან. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ნიკოლაი სვენტიცკის ხელმძღვანელობით კი ქართველ და რუს მაყურებელს იპყრობს.

© Photo: courtesy of Andro Ivanovბიბლიის კითხვაზე მოსკოვში
Библейские чтения в Москве - Sputnik საქართველო
ბიბლიის კითხვაზე მოსკოვში

რაც შეეხება ბიზნესს, მოხარული ვარ, რომ იმართება რუსულ-ქართული ფორუმები, რომლებიც ეკონომიკის მრავალ სექტორს ეხება — ტურიზმს, უძრავ ქონებას, ვაჭრობას და ა.შ. მაგრამ ცალსახაა, რომ მომავალი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებშია. ბოლო ათწლეულში საქართველო აკეთებს აქცენტს ახალ თაობაზე — ქართული მედია სტუდენტების ნებისმიერ აქციასა და გამონათქვამზე რეაგირებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ახალგაზრდების აზრს ითვალისწინებენ. რუსეთშიც, საბედნიეროდ, მსგავსი ტენდენცია იქმნება, ცხოვრების ყველა სფეროში ახალგაზრდების ჩართვის აქტიური პოლიტიკა ტარდება. ჩემი გაგებით, ახალგაზრდა თაობა — ეს არის 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ.

© Photo: courtesy of Andro Ivanovახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს სხდომა
Заседание Совета молодых лидеров - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს სხდომა

რუსულ-ქართული ურთიერთობების ყველაზე რთულ პერიოდში უზარმაზარი როლი სახალხო დიპლომატიამ შეასრულა — საქართველოში რუსულმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა და რუსეთში ქართულებმა. ასაკის, სტატუსის და შესაძლებლობების მიუხედავად, ისინი დღემდე აგრძელებენ დიდი საქმის კეთებას — რუს და ქართველ ხალხებს შორის კავშირების დამყარებას. ქართული მხარე ახლა ყველაზე მეტად არის ჩართული თანამემამულეთა მხარდაჭერის საქმეში, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ფუნქციონირებს. რაც შეეხება შეხვედრებს პოლიტიკოსების დონეზე, მნიშვნელოვან როლს აბაშიძე-კარასინის დიალოგი ასრულებს.

და, რა თქმა უნდა, დიდი რუსთაველის სიტყვები უნდა გვახსოვდეს: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0