ტურიზმის ადმინისტრაცია: „საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა“

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიპი ქალაქში
გრიპი ქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელება დასაშვები ნორმის ფარგლებშია

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ დაარწმუნა უცხოელი ტურისტები, რომ გრიპის ვირუსის აფეთქების მიუხედავად ქვეყნის მონახულება სრულიად უსაფრთხოა.

„საქართველოში მოგზაურობა კვლავ უსაფრთხოა, ქვეყანაში გრიპის აფეთქებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული გადამეტებული განცხადებების მიუხედავად“, - ნათქვამია ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
„აცრა აუცილებელია": მერის მეუღლე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი „სისტემატურად ახორციელებენ ზომებს ნებისმიერი სეზონური დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით. დაინფიცირების რისკები სეზონური ნორმების ფარგლებშია“.

ბოლო მონაცემებით, ამ სეზონზე გრიპის ვირუსის გართულებების გამო 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 251 ადამიანს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარე სეზონურ გრიპთან დაკავშირებით ჯანმო არ იძლევა რეკომენდაციას საქართველოში მოგზაურობებზე შეზღუდვების დაწესების კუთხით. ამასთან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოგზაურებს ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0