თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი ჟონავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა იგრძნეს. ბინა, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა,დაკეტილი იყო.
„ბინა იყო დაკეტილი და იქ გაჟონვა მიდიოდა. „ყაზტრანსგაზიდან“ იყვნენ, გაარკვიეს, რომ იყო გაჟონვა. არასწორად გადიოდა გაზი, გადარჩენილები ვართ ყველა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟება მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელს შეუძლია.
დღეისათვის ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. გასულ კვირაში დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. გუშინ ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში კიდევ ორი მამაკაცი იმსხვერპლა.
მისი თქმით, კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟთან, ასევე ბუნებრივი აირის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის ხელისუფლება არსებულ რეგულაციებს იხილავს.
2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის ან მისი ნამწვის გაჟონვის მსხვერპლი 86 ადამიანი გახდა, 285 კი მოიწამლა.