საქართველოში ბუნებრივი აირის დანადგარების დამონტაჟების წესებს გაამკაცრებენ

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის ან მისი ნამწვის გაჟონვის მსხვერპლი 86 ადამიანი გახდა, 285 კი მოიწამლა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
ბუნებრივი აირის ნამწვით თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა

დღეისათვის ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. გასულ კვირაში დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. გუშინ ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში კიდევ ორი მამაკაცი იმსხვერპლა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გაზის აფეთქებისა და გაზით მოწამვლის ტრაგიკული შემთხვევების დროს დაღუპულთა გამო და იმედი მაქვს, რომ გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერებას და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებას", – განაცხადა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მისი თქმით, კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟთან, ასევე ბუნებრივი აირის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ხელისუფლება არსებულ რეგულაციებს იხილავს.

2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის ან მისი ნამწვის გაჟონვის მსხვერპლი 86 ადამიანი გახდა, 285 კი მოიწამლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0