ბუნებრივი აირის ნამწვით თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / STRINGERშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ორი მამაკაცი დაიღუპა თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, იუწყება Rustavi2.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გამათბობელმა გამოიწვია. ერთ-ერთი დაღუპული ბინის მეპატრონეა, დაახლეობით 70 წლის მარტოხელა მამაკაცი. მასთან სტუმრად იმყოფებოდა მისი მეზობელი, რომელსაც დილიდან ეძებდნენ.

გამოძიება სსკ-ის 240 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ელექტრო და თბო­ე­ნერ­გი­ის, გა­ზის, ნავ­თო­ბის ან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

ბოლო დროს საქართველოში ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევები გახშირდა. 16 იანვარს დიდ დიღომშიც მოხდა აფეთქება, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. იმ დღეს დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს 8 დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. 

ყველა ახალი ამბავი
0