რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, იუწყება პირველი არხი.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევა დღეს, რუსთავის მე-17-ე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ერთ-ერთი დაშავებული 10 წლის გოგონაა, რომელიც ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე პაციენტს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.

წინასწარი  ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, „სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ყველა ახალი ამბავი
0