თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს მე-17 მიკრორაიონში 11:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელს გაუჩნდა, თუმცა, გამათბობელი ე.წ. „საშრობში" იყო განთავსებული და საშიშროებას არ წარმოადგენდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და „სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.