თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პოლიციამ რუსთავში აკუმულატორის ქურდობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა რუსთავში სატვირთო ავტომობილიდან აკუმულატორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.