თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. წაღებულია 250 ლარის ოდენობით თანხა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.