საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიევროპის კვარტალი ბრიუსელში
ევროპის კვარტალი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტამდე ზურაბიშვილმა მთავრობასთან კონსულტაციები გამართა

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტი ორდღიანია და ის ზურაბიშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აპირებს.

ვიზიტამდე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის წევრებთან, რომელზეც განიხილეს ქვეყნის პოზიცია სხვადასხვა ასპექტში.

ზურაბიშვილი საქართველოში 23 იანვარს დაბრუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0