მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
რომელ ქვეყანაში განახორციელებს ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე  ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესაც შეხვდება. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0