ქართველი პოლიციელები სულ უფრო ნაკლებად მოითხოვენ ნარკოლოგიურ შემოწმებას

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოლოგიური შემოწმებების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ადამიანების რიცხვი, რომლებიც პოლიციელებმა ნარკოტიკების მოხმარებაზე შეამოწმეს, ორნახევარზე მეტჯერ შემცირდა. ამაზე მეტყველებს საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.

ნარკოტიკების განადგურება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ერთ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს - ვიდეო

შსს-ს თანამშრომლებმა 2012 წელს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებებში თითქმის 22 ათასი ადამიანი გადაიყვანეს. ნარკოტიკების მოხმარება ყოველ მესამე შემთხვევაში დადასტურდა.

შემოწმებულ ადამიანთა რაოდენობამ 2018 წელს 8,6 ათასს გადააჭარბა. როგორც ანალიზების შედეგებმა აჩვენა, მათგან თითქმის ხუთი ათასი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ამასთან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა. მაშინ ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა დაახლოებით 60 ათასმა ადამიანმა. აღმოჩნდა, ნარკოტიკებს მათგან მესამედზე მეტი მოიხმარდა.

ნარკოშემოწმებები საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს (2004-2013) შსს-ს თანამშრომლების მუშაობა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან მაშინ პოლიციელს თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო ნებისმიერი ადამიანის გაჩერება და ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების იძულება. მაშინ არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.

„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა>>

ასეთი პრაქტიკა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა - 2015 წლის ოქტომბრამდე. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, პოლიციელს შეუძლია ნარკოლოგიური შემოწმება აიძულოს ადამიანს მხოლოდ სამ შემთხვევაში:

  • თუ სამართალდამცველებმა თავად დააფიქსირეს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, ან ნარკოტიკული საშუალების არსებობა;
  • თუ ადამიანი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას ან მიმალვა სცადა;
  • თუ პოლიციელს აქვს ინფორმაცია, რომ ადამიანმა მოიხმარა ნარკოტიკი ან არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ.
ყველა ახალი ამბავი
0