სამართალდამცველებმა ერთ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს - ვიდეო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკების განადგურება
ნარკოტიკების განადგურება - Sputnik საქართველო
გამოწერა
განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება „შავ ბაზარზე“  დაახლოებით 14 მილიონი ლარს შეადგენს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ ტონაზე მეტი წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
ჟინვალში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება „შავ ბაზარზე“  დაახლოებით 14 მილიონ ლარს შეადგენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი „მდმა“, 189 აბი და 172 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და  სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0