XIX საუკუნის ნახატების გაყიდვით ვეტერანებს ეხმარებიან

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე შესაძლებელია ლადო გუდიაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის და ფერწერის სხვა ოსტატების ნახატების შეძენა

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისში ომის ვეტერანებისა და შშმ პირთა დასახმარებლად ფერწერის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

გერმანიაში გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ღვინის ავეჯი წარადგინეს >>ექსპოზიცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 31 იანვრამდე გასტანს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
ეროვნული მუზეუმი ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენას უმასპინძლებს

აქ წარმოდგენილია ისეთი ფერმწერების ნამუშევრები, როგორიცაა ლადო გუდიაშვილი (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძე (60-იანნი წლები), ჯიბსონ ხუნდაძე, ვლადიმერ ცაგარელი, თენგიზ და გია მირზაშვილები, რუსუდან ჯავრიშვილი, ბუდუ სირბილაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ირაკლი სუთიძე და ირაკლი ოჩიაური.

გამოფენაზე ასევე შეიძლება XIX-XX საუკუნეების და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების ნახვა და შეძენა არის შესაძლებელი.

საქართველოში ბოლო მონაცემებით 123,6 ათასი შშმ პირია დარეგისტრირებული. ვეტერანის სტატუსი დღეისათვის 70 ათას ადამიანს გააჩნია, მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0