ეროვნული მუზეუმი ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენას უმასპინძლებს

© Georgian National Museumდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრები ბევრი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  23 იანვრიდან ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენა იხსნება, აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენაზე ფართო საზოგადოებისათვის პირველად იქნება წარმოდგენილი ავტორის 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

თბილისი - Sputnik საქართველო
Nowhere to Run: თბილისში მხატვარ ბუგიანის გამოფენა მიმდინარეობს

გამოფენა 23 იანვარს 17:00 საათზე გაიხსნება და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარია. დაიბადა ქუთაისში 1903 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში: არგენტინა, ბელგია, იაპონია, აშშ, ირანი. ვარლა გარდაიცვალა 1986 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

„ვარლას შემოქმედება საინტერესოა დღევანდელი საქართველოსთვის, როგორც ქართულ ტრადიციაზე აღმოცენებული ევროპული კულტურული ფენომენი. სამწუხაროდ, მისი სახელი წლების მანძილზე საქართველოში მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. დღეს მხატვრის შემოქმედება აქტუალური ხდება. მის ნამუშევრებს უფრო და უფრო მეტი კოლექციონერი იძენს სხვადასხვა აუქციონზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს >>

ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: პარიზის, ბუენოს–აირესის, სან–ფრანცისკოს, დეტროიტის გამოფენები. აგრეთვე ნიუ–იორკის, ლოს–ანჯელესის, დალასის, ჰიუსტონის, ტოკიოს, ოსაკას, იოკოჰამას, ბრიუსელის, მონტე–კარლოს, თეირანის გამოფენები.

ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრები ბევრი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.

 

ყველა ახალი ამბავი
0