ბათუმში სამი სუპერმარკეტის დაყაჩაღება: ბოროტმოქმედი დაკავებულია

გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აბები - Sputnik საქართველო
ნარკოდანაშაულზე ირანის მოქალაქეები დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0