ბერლინალე-2019-ზე ქართული ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეფუძნება

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა" (Armed Lullaby) მოხვდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში, რომელიც გერმანიის დედაქალაქში 2019 წლის 7-17 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ფილმის ავტორია გერმანიაში მცხოვრები რეჟისორი იანა უგრეხელიძე.

კადრი ფილმიდან „პრეზიდენტი“ - Sputnik საქართველო
ქართველმა რეჟისორმა გადაიღო კომედია პრეზიდენტზე

ანიმაციური კინოს სიუჟეტის ცენტრშია ბავშვის თვალით დანახული აფხაზეთის კონფლიქტი. ოთხი წლის ბავშვი ტოვებს მშობლიურ სოხუმს, რომელშიც ომი მძვინვარებს. მთავარი გმირი უკანდახევის ოთხ გზას გამოივლის: გემით, თვითმფრინავით, მატარებლით და ფეხით, სვანეთის თოვლიან მთებში.

ფილმი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა. პროექტი განხორციელდა კინომედია ჩრდილოეთ ვესტფალიის ფონდის (Film- und Medien Stiftung NRW ) და სამხატვრო აკადემიის (Kunsthochschule für Medien) მხარდაჭერით.

საქართველოში იანა უგრეხელიძემ მთარგმნელ-რეფერენტის დიპლომი მიიღო. შემდგომში სწავლობდა კომუნიკაციურ დიზაინს დიუსელდორფში პეტერ ბერენსის სამხატვრო სკოლის ბაკალავრიატზე და კიოლნის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაზე.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
როტერდამის კინოფესტივალზე  ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი

უგრეხელიძის პირველი ანიმაციური ნამუშევარი იყო Summer Story, რომლის პრემიერა ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

ქართული ფილმი „ომის იავნანა“ ბერლინალეზე 11 თებერვალს იქნება ნაჩვენები.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც სათავეს იღებს 1951 წელს, კანის და ვენეციის ფესტივალებთან ერთად, კინოს სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულად მიიჩნევა. მისი ძირითადი პრიზია „ოქროს დათვი“.

წელს „ბერლინალეზე“ ჟიურის ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში უხელმძღვანელებს. ძირითად პროგრამაში ფრანსუა ოზონის და ფატიხ აკინის ფილმები მოხვდა. გახსნის დღეს კი რეჟისორ ლონე შერფიგის ფილმს „უცხოთა სიკეთე“ (The Kindness of Strangers) აჩვენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0