თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ომის ვეტერანების და შშმ პირების დასახმარებლად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენა დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და ასევე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე მხატვრების ი. შტენბერგის, ს. ივანოვის, ა. ნოვიკოვის და კ.მაკოვის ნამუშევრები.