მაია ბითაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

გამოწერა
მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მშენებლობის გადაწყვეტილება თბილისის ყოფილი მერის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ დაუშვას სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სკანდალი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ირგვლივ მერამდენე წელია გრძელდება. დამფუძნებლებმა ვაკის პარკში სასტუმროს აშენების უფლება დიდი ხნის წინ მოიპოვა, თუმცა მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა.

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საბურთალოზე - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი

თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც მშენებლობის პროცესი გარკვეული დროით შეაჩერეს.

„ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები – კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რაც არის დაუშვებელი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მშენებლობის გადაწყვეტილება თბილისის ყოფილი მერის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო და აუცილებლად განიხილავენ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს.

„სასტუმრო ბუდაპეშტი აშენდება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით“, - ეს განცხადება სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელმა თბილისის მერის საპასუხოდ გააკეთა.

გოგა ზაქაიძის თქმით, მათ კანონის სრული დაცვით წარადგინეს პროექტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერიამ აქტივისტების ჯგუფის პრეტენზიები გაითვალისწინა.

ყველა ახალი ამბავი
0