ბათუმში ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღნიშნეს

გამოწერა
მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბათუმში ნათლისღების დღესასწაული ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამება - Sputnik საქართველო
საქართველოში ნათლისღებას აღნიშნავენ

ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღნიშნეს. ძლიერი ღელვის მიუხედავად, ზღვის სანაპიროზე ასობით ადამიანი მივიდა.

ზღვა სასულიერო პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლები, ასევე დაანთეს სანთლები.

ზღვაში შესვლის ტრადიცია აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს. რიტუალში მეუფე დიმიტრი წელს არ მონაწილეობდა.

მორწმუნეების უსაფრთხოებაზე მაშველები ზრუნავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0