საქართველოში გლოვის დღეა – სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია

© Government of Georgiaმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია – ქვეყანა პატივს მიაგებს დიდ დიღომში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

© Sputnik / Shota Nozadzeსაცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა
საქართველოში გლოვის დღეა – სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია - Sputnik საქართველო
საცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ამ დროისთვის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში ოთხი წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად ორმა დაშავებულმა კლინიკა დატოვა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე სართული მთლიანად დანგრეულია, თუმცა დაზიანებულია სხვა სართულებიც, მწყობრიდან გამოვიდა ლიფტიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. მთავრობის განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან შენობის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0