თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად ორმა დაშავებულმა კლინიკა დატოვა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. აფეთქებამ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი იმსხვერპლა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ორი პაციენტი, რომლებიც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდნენ, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მრავალსართულიანი კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველმა პირებმა დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. აფეთქებამ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი იმსხვერპლა. იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი ბავშვი ამ დრომდე რჩება.

„ჩვენ კლინიკაში ორი პაციენტი იმყოფებოდა, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ ისინი საავადმყოფოდან გავწერეთ", – განაცხადეს ექიმებმა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი. ეს აღნიშნულ კომპანიაში უკვე დაადასტურეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0