დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

© photo: Sputnikიაშვილის კლინიკა
იაშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად ორმა დაშავებულმა კლინიკა დატოვა>>>

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. აფეთქებამ ოთხი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი იმსხვერპლა. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. ამ დროისთვის ყველა მათგანი საავადმყოფოებიდან გაწერილია, გარდა ერთი გოგონასი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

„ჩვენთან ექვსი ბავშვი შემოიყვანეს, ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გავწერეთ კლინიკიდან. საავადმყოფოში ოთხი წლის გოგონა რჩება, რომელსაც გუშინ, ღამით თავზე ოპერაცია გავუკეთეთ. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. ეს აღნიშნულ კომპანიაში უკვე დადასტურეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0